ფუნქციური ვარჯიში არის სხეულის წონით ან წინააღმდეგობებით ვარჯიში, რომელიც მიზნად ისახავს სიძლიერის, გამძლეობისა და კოორდინაციის განვითარებას. სავარჯიშოები შერჩეულია კუნთების ყველა ჯგუფისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის, სახსრებისა და ხერხემლის კონტროლზე.
ფუნქციური ვარჯიში გააუმჯობესებს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, გაუმკლავდება ყოველდღიურ აქტივობებს ტკივილის გარეშე (ბავშვის აწევა, დალაგება, საბარგულიდან ჩანთების ამოღება და ა.შ.).
ასევე მათთვის, ვისაც სურს უსაფრთხოდ შეისწავლოს ახალი სპორტის სახეობა ან გააუმჯობესოს არსებული სპორტული შესაძლებლობა.
იდეალურია მათთვის, ვისაც წონის დაკლება, ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესება სურს